მესი თუ რონალდო – იბრაჰიმოვიჩის ხმაურიანი განცხადება

მესი თუ რონალდო – იბრაჰიმოვიჩის ხმაურიანი განცხადება

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო საზოგადოებაში ყველაზე მეტად გავრცელებულ შეკითხვას „მესი თუ რონალდო?" საკმაოდ ხმაურიანი განცხადებით უპასუხა.

„მესი თუ რონალდო? თუ თვისებებზე ვისაუბრებთ, მათზე უარესი არ ვარ. თუ სხვა მხრიდან შევხედავთ და ტიტულებს მივანიჭებთ უპირატესობას, მაშინ, დიახ, ჩემპიონთა ლიგა არ მომიგია. 

ინდივიდუალური მიღწევა კარგი არ იქნება, თუ გუნდი სათანადო დონეზე არაა. ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო ვარ", – განაცხადა იბრაკადაბრამ.

მოგეხსენებათ, ზლატანმა ახლახანს მოირჩინა მუხლის ტრავმა. იგი მომდევნო თვეში 40 წლის გახდება და მაინც „როსონერისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

1 კვირის წინ
2523 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი