ლეაო: "ჩემი მთავარი ნაკლი ეს იყო"

ლეაო: "ჩემი მთავარი ნაკლი ეს იყო"

"მილანმა" სეზონის მესამე თამასში მორიგი 3 ქულა მოიპოვა. მასპინძელი გუნდი პირველად რაფაელ ლეაომ დააწინაურა, რომელმაც ძალიან კარგი თამაში ჩაატარა.

შეხვედრის შემდეგ 22 წლის ფეხბურთელმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

"ბედნიერი ვარ, რომ გოლის გატანა შევძელი, თანაც, ვფიქრობ, კარგი გოლი გამოვიდა. თუმცა მთავარი ერთიანი გუნდის წარმატებაა, ბედნიერი სწორედ ამიტომ ვარ".

"გუნდი და მწვრთნელი კარგად მიცნობს, მათ კარგად იციან რა შემიძლია დრიბლინგში.  ყოველთვის ვცდილობ, რომ გუნდიდსთვის მაქსიმუმი გავაკეთო და დღეს ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ".

"ყველაზე მეტად სტაბილურობა მაკლდა, თუმცა ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვმუშაობ და იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემის გამოსწორებას შევძლებ".

"ლაციო" ყოველთვის საინტერესო მოწინააღმდეგეა და მიხარია, რომ დღეს გულშემატკივარს კარგი სანახაობა ვუჩნევეთ".

1 კვირის წინ
734 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი