„მილანი", „იუვენტუსი" და „ინტერი" საერთო სამიზნისთვის ბრძოლაში

„მილანი", „იუვენტუსი" და „ინტერი" საერთო სამიზნისთვის ბრძოლაში

"Fichajes-ს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანი" და „იუვენტუსი" და „ინტერი" საერთო სამიზნისთვის, აურელიენ ტჩუამენისთვის, ბრძოლაში იმყოფებიან.

სამივე იტალიური გრანდი ფრანგი ნახევარმცველის დამატებას ზამთრის ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე განიხილავს. 

„როსონერისთვის" კი 21 წლის ფეხბურთელი ფრენკ კესის პოტენციურ ჩამნაცვლებლად მიიჩნევა. "Transfermarkt-ი" მას 30 მილიონ ევროდ აფასებს. 

გეტყვით იმასაც, რომ აურელიენს ფრანგულ „მონაკოსთან" ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

6 დღის წინ
314 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი