მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მომენტები დაასახელა

მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მომენტები დაასახელა

7 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ პირველ მატჩამდე პაოლო მალდინიმ აღნიშნული ტურნირის შესახებ ისაუბრა და მის კარიერაში საუკეთესო მომენტები გაიხსენა:

"ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული წარმატება ჩემს კარიერაში საუკეთესო რამ არის. ტურნირი, რომელსაც ევროპის თასიერქვა და რომელიც მამაჩემმა 1963 წელს მოიგო, პირველად იტალიური გუნდების ისტორიაში".

"ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან დიდი ემოციაა. აქ დაშვებულ შეცდომას ორმაგი საზღაური მოჰყვება, რომლის გამოც შესაძლოა ყველაფერი 1 წუთში დასრულდეს და ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხო".

"სილვიო ბერლუსკონის წყალობით ჩემი დროის "მილანი" იყო გუნდი, რომელიც ფინალში გასვლისას ზეწოლას არ გრძნობდა. კაპიტნის რანგში ტიტულის აღმართვა კი წარმოუდგენელი გრძნობაა, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებ".

"ამ ტურნირზე ჩემთვის საუკეთესო მოგონება 2003 წლის იტალიური დერბია ნახევარფინალში, რომელიც "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვითამაშეთ და რა თქმა უნდა 2007 წლის ფინალი "ლივერპულის" წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა".

6 დღის წინ
283 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი