„მილანი" „ატლეტიკოსთან" მატჩისთვის 4 მოთამაშის დაბრუნებას ელოდება ["Sky"]

„მილანი" „ატლეტიკოსთან" მატჩისთვის 4 მოთამაშის დაბრუნებას ელოდება ["Sky"]

"Sky-ის" ცნობით, სიმონ კიაერი ახლა დაისვენებს და, საბედნიეროდ, დანიელი ფეხბურთელი მხოლოდ „ვენეციასთან" და „სპეციასთან" შეხვედრებს გამოტოვებს, შესაბამისად, „ატლეტიკოსთან" დაპირისპირებისთვის მზად იქნება.

მეორე მხრივ, იბრაჰიმოვიჩიც უკეთესად გრძნობს თავს და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მიზანი ის არის, რომ სათადარიგოთა სკამზე ყოფნა მაინც შეძლოს ზლატანმა. იგივე სიტუაციაა ჟირუსთან მიმართებაშიც, რომელიც „ვენეციასთან" მატჩის განაცხადშიც მოხვდება.

დავიდე კალაბრიაც გუნდს, დიდი ალბათობით, უახლოეს ორ მატჩში ვერ დაეხმარება და ჩემპიონთა ლიგისთვის დაბრუნებას ეცდება, მესიასის ამბავი ჯერ კიდევ გასარკვევია.

ტიემუ ბაკაიოკოსა და რადე კრუნიჩის დუოს ხილვა მადრიდელებთან დაპირისპირებაშიც კი არ ივარაუდება.

გეტყვით იმასაც, რომ „მილანისა" და „ვენეციის" ჯახი  „სან სიროზე" 22 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, შედგება.

3 კვირის წინ
786 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო