„მილანის" ლაზარეთი „ვენეციასთან" მატჩში

„მილანის" ლაზარეთი „ვენეციასთან" მატჩში

როგორც უკვე იცით, ხვალ „მილანისა" და „ვენეციის" შეხვედრა გაიმართება. საინტერესოა, როგორ გამოიყურება „როსონერის" ლაზარეთი, რომელიც "Whoscored-მა" შემოგვთავაზა.

ხვალინდელ დაპირისპირებაში ლომბარდიულ გრანდს ვერ დაეხმარებიან: რადე კრუნიჩი, ტიემუ ბაკაიოკო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სიმონ კიაერი, დავიდე კალაბრია და ოლივიე ჟირუ.

წყაროზე დაყრდნობით, მარჯვენა მცველად პიერე კალულუ გამწესდება, დავიდე კალაბრიასა და სიმონ კიაერის ტრავმების ფონზე.

ცნობისათვის, ეს შეხვედრა „სან სიროზე" ხვალ თბილისის დროით 22:45 საათზეა ჩანიშნული.

3 კვირის წინ
337 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო