„მილანმა" კესის შემცვლელს მიაგნო

„მილანმა" კესის შემცვლელს მიაგნო

"MilanNews-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანმა" ფრენკ კესის შემცვლელს მარსელის „ოლიმპიკში" მიაგნო.

მოგეხსენებათ, მხარეები ვერ თანხმდებიან და, შესაბამისად, დიდია საშიშროება იმისა, რომ  კოტ დ'იუვარელმა ლომბარდიული გრანდი დატოვოს.

რაც შეეხება მის პოტენციურ ჩამნაცვლებელს, „როსონერი" ბუბაკარ კამარას კანდიდატურას განიხილავს, რომელსაც ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

საინტერესოა, რომ „მილანმა" მისი გადმობირება გასულ ზაფხულს უკვე სცადა, მაგრამ 20-მილიონიანი მოთხოვნა მარსელურ კლუბს ვერ დაუკმაყოფილა. ისინი ბუბაკარის შენარჩუნებას გეგმავენ და ანალოგიურ პასუხს ელიან კამარასგანაც.

"Transfermarkt-ის" ვერსიით, 21 წლის ნახევარმცველის ღირებულება 37 მილიონი ევროა.

1 კვირის წინ
676 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო