გვარდიოლასთვის პრიორიტეტი ტეოა

გვარდიოლასთვის პრიორიტეტი ტეოა

2019 წელს "მილანმა" ტეო ერნანდესი მადრიდის "რეალიდან" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა და მას შემდეგ ფრანგი უკანახაზელი "როსონერის" ერთ-ერთი მთავარი ძალაა.

იტალიური გრანდის შემადგენლობაში კარგი თამაშის დამსახურებით, ტეო დიდიე დეშამმაც შემაჩნია და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. "მილანის" მატარებელმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2 მატჩი ჩაატარა და საფრანგეთს ერთა ლიგის ფინალის საგზური თავისი გოლის წყალობით გაუნაღდა.

Todofichajes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტეო პეპ გვარდიოლას პრიორიტეტული სამიზნეა და მისი მოთხოვნით "მანჩესტერ სიტი" მზად არის "მილანს" ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ, რიად მაჰრეზი ან რაჰიმ სტერლინგი შესთავაზოს.

აქვე გეტყვით, რომ "როსონერი" ტეოს 60 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა.

1 კვირის წინ
615 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო