„მილანი" „ინტერის" მოთამაშით ინტერესდება

„მილანი" „ინტერის" მოთამაშით ინტერესდება

"Calciomercato-ს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანი" „ინტერის" ნახევარმცველით, მარსელო ბროზოვიჩით, ინტერესდება.

ხორვატ ფეხბურთელს „ნერაძურისთან" ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისს ეწურება. როგორც იცით, „როსონერი" ფრენკ კესის დაკარგვის წინაშეა, რომლის კონტრაქტსაც ვადა ასევე ზაფხულში გასდის.

ამ კვირის განმავლობაში „ინტერის" ხელმძღვანელობასა და ბროზოვიჩის მამას შორის შეხვედრა გაიმართება.

მარსელოს ამჟამინდელი ანაზღაურება 3.5 მილიონი ევროა და ფეხბურთელის მხარე მზად არის 5 მილიონი ევრო მოითხოვოს. „მილანი" კი, თავის მხრივ, სიტუაციას აკვირდება.

"Transfermarkt-ის" ვერსიით, მისი ღირებულება 40 მილიონი ევროა.

 

1 კვირის წინ
620 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო