„მილანის" შანსი ზაფხულში – ინსინიეთი სამი გრანდი ინტერესდება

„მილანის" შანსი ზაფხულში – ინსინიეთი სამი გრანდი ინტერესდება

"Gazzetta Dello Sport-ის" ინფორმაციით, „ნაპოლიმ" ლორენცო ინსინიეს შეთავაზება 3.5 (+ბონუსები) მილიონი ევროდან 4.6 მილიონ ევრომდე გაუზარდა. თავად ფეხბურთელის მოთხოვნა კი 7 მილიონი ევროა.

30 წლის მოთამაშით დაინტერესებულნი „მილანი", „ინტერი" და „მანჩესტერ იუნაიტედი" არიან. „ნერაძურიმ" უკვე დაასახელა თავისი თანხა – 6 მილიონი ევრო ყოველწლიურად.

მეორე მხრივ, იტალიელი ვინგერის მლს-ში გადაბარგებაც არ არის მთლად შეუძლებელი.

ცნობისათვის, ინსინიეს ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. "Transermarkt-ის" ვერსიით, მისი ღირებულება 48 მილიონი ევროა.

 

6 დღის წინ
361 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო