"მილანს" მაიკ მენიო გამოაკლდა

"მილანს" მაიკ მენიო გამოაკლდა

"მილანში" ტრავმების შემთხვევებს ხოლო არ უჩანს და ამჯერად გუნდს ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი წევრი მაიკ მენიო გამოაკლდა.

ლომბარდიული გრანდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფრანგი კარის დარაჯს მარცხენა მაჯა აწუხებს და გამოკვლევებამ აჩვენა, რომ ქირურგიული ჩარევა საჭიროა.

მენიომ დაზიანება ჯერ კიდევ სექტემბერში, "ლივერპულთან" მატჩში მიიღო და მას შემდეგ ტრავმირებულმა რამდენიმე თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ ამჯერად ტკივილი გაუსაძლისი გახდა.

კიპერს ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება და მოედანზე გასვლას სავარაუდოდ, 10-15 დღის განმავლობაში ვერ შეძლებს. 

6 დღის წინ
600 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო