„მილანმა" თვალი „რეალის შემტევს დაადგა – იტალიური და ინგლისური გუნდები საქმეში

„მილანმა" თვალი „რეალის შემტევს დაადგა – იტალიური და ინგლისური გუნდები საქმეში

"Mundo Deportivo-ს" ცნობით, „მილანი" მადრიდის „რეალის" შემტევი ნახევარმცველით, ისკოთი, ინტერესდება, რომელიც მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება.

ესპანელი ფეხბურთელი ბოლო რამდენიმე სეზონია სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის. წყარო იმასაც გვატყობინებს, რომ ისკოს კანდიდატურას „იუვენტუსიც" განიხილავს, თუმცაღა ფავორიტად რაფაელ ბენიტესის „ევერტონი" მიიჩნევა.

ცნობისათვის, "Transfermarkt-ი" 29 წლის მოთამაშეს 15 მილიონ ევროდ აფასებს.

 

5 დღის წინ
906 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო