იბრა: "ფენომენი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ის ჩემთვის ყველაფერია"

იბრა: "ფენომენი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ის ჩემთვის ყველაფერია"
"მილანის" შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ინტერში" თამაშისას გამართულ მილანურ დერბს იხსენებს, როცა ბრაზილიელ რონალდოს პირისპირ ითამაშა:
 
"ამ თამაშის შემდეგ ბევრმა გაზეთმა ჩემს ამ მზერაში ამპარტავნება დაინახა. დაწერეს, რომ მე რონალდოს გამოწვევა მინდოდა. დილით, როცა გაზეთების პირველი გვერდები წავიკითხე, გულიანად ვიცინე. მათ არაფერი გაეგებოდათ. უნდობლობისა და კმაყოფილების გრძნობა ერთბაშად დამეუფლა.
 
ბავშვივით მიხაროდა, მე მას იმიტომ მივაშტერდი, რადგან რონალდო ჩემი ბავშვობის კუმირი იყო. ყველაზე დიდი მათ შორის, ვინც კი მწვანე მინდორზე გამოჩენილა. კარიერის მანძილზე პირველად ვიყავი ასეთ სიტუაციაში. მინდოდა გადავხვეოდი და ყველაფრისთვის მადლობა გადამეხადა, მაგრამ დერბი იყო სათამაშო.
 
თამაშის შემდეგ კი "მილანის" გასახდელისკენ გავეშურე და ნახევარი საათი ვისაუბრეთ, ყველაფერი ვუთხარი, რასაც კი მისდამი ბავშვობაში ვგრძნობდი. ეს არ იყო სიყვარული, არამედ, რაღაც უფრო მეტი. მაისურები და ავტოგრაფები გავცვალეთ.
 
იქამდე, რაც კი მაისურები მქონდა გაცვლილი, ყველას სახლის კარადაში ვინახავდი, მაგრამ არა ამას. ის მე სურათივით ჩარჩოში ჩავსვი და მალმიოში, ჩემს ოთახში ჩამოვკიდე. ვაი იმის ბრალი, ვინც მას შეეხება. ფენომენი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ის ჩემთვის ყველაფერია".
 
4 დღის წინ
294 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო