"იუვენტუსი" სარგებლის მოლოდინშია

"იუვენტუსი" სარგებლის მოლოდინშია

"La Gazzeta Dello Sport"-ის ცნობით, "მილანის" მცველი ალესიო რომანიოლი შესაძლოა, "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს. 

"როსონერის" კაპიტანს, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა საკმაოდ უჭირს, მიმდინარე სეზონის ბოლოს "მილანთან" არსებული 6 წლიანი კონტრაქტის ვადა ეწურება.

"როსონერის" არ სურს, რომ იტალიელ მცველს იგივე ხელფასი შესთავაზოს, თანაც კლუბის მესვეურებს ალესიოს აგენტ მინო რაიოლასთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ, რაც გასულ ზაფხულში ჩალხანოღლუსა და რომანიოლის შემთხვევებშიც დამტკიცდა.

წყაროს ინფორმაციით, შექმნილ მდგომარეობას "იუვენტუსი" გულმოდგინედ ადევნებს თვალს და გეგმავს, რომანიოლის უკეთესი პირობები შესთავაზოს. 

ცნობისთვის, აღნიშნულმა ინფორმაციამ მატია დე ლიხტის მომავალთან დაკავშირებით კვლავ გააჩინა ახალი ჭორები. ჰოლანდიელის შესახებ გასულ ზაფხულშიც საკმაოდ ბევრი იწერებოდა, თუმცა "იუვემ" მაშინ ყველა შეთავაზება დაბლოკა.

ასე რომ, აპენინზე არ გამორიცხავენ,  ფინანსური სარგებლის მიზნით, ტურინულმა გრანდმა დე ლიხტი დათმოს, თანაც მაშინ, როცა დღის წესრიგში შესაძლოა, რომანიოლის უფასოდ გაფორმების საკითხი დადგეს.

1 თვის წინ
621 / 2
გ. გელაშვილი
user
American Xo, aba ra, gaumarjos aset menejments, chven puls vixdit, vyidulobt da mere upasod ushveben, aseti saylevetia dgesac da esec Maldinis bralia, aravin gaushvebda chalxanas da gansakutrebit ki yle dolarichas upasod, amas moxerxeba xom unda? 
user
American კლუბის მესვეურებს ალესიოს აგენტ მინო რაიოლასთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ, რაც გასულ ზაფხულში ჩალხანოღლუსა და რომანიოლის შემთხვევებშიც დამტკიცდა-shecdomaa admin da chaascore, romanas magivrad yle dolaricha unda iyos 
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო