"მილანი" 3:2 "ვერონა" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

"მილანი" 3:2 "ვერონა" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

"სან სიროზე" "ვერონასთან" დაქამბექების შემდეგ სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა:

"პირველ ტაიმში "ვერონა" ჩვენზე უფრო ინტენსიური იყო და  მეტი დუელის მოიგება შეძლეს, საწყის წუთებზევე გაგვიტანეს და ამით დიდი უპირატესობა მოიპოვეს. მიუხედავად ყველაფრისა "მილანი" თამაშსს მეორე ნახევარში დაუბრუნდა და შედეგი სახეზეა.

დღეს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოვიპოვეთ, რისი მოტივაციაც გულშემატკივარმა მოგვცა. წინ დიდი გზაა, მთავარია განვითარება არ შევწყვიტოთ, ახლა უფრო დაღვინებული გუნდი ვართ და თუ ასეთი მოტივაციით თამაში სტაბილურად მოვახერხეთ, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ როგორც გუნდს იდენტობა არ დაგვიკარგავს. დანაკლისების მიუხედავად საშუალება მაქვს მოედანზე ძლიერი შემადგენლობით გამოვიდე და სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლო, ეს ძალიან სასიამოვნოა.

მინდა სამუ ყველასთვის მაგალითი იყოს. მართალია ბოლო პერიოდში სამუს ბევრი თამაში არ მოუწია, მაგრამ მას მუშაობა არასოდეს შეუწყვეტია და როდესაც დაგვჭირდა, გამოგვადგა კიდეც. მის გამო ბედნიერი ვარ.

კალაბრია ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, ის მოვალეობებს კარგად უმკლავდება და პოზიციებსაც მარტივად იცვლის. ნამდვილად ნახევარმცველად დაიბადა.

იბრა? რა თქმა უნდა, ჯერ საუკეტესო კონდინციაში არ არის, თუმცა მისი ყოფნა ყოველთვის მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს ზლატანი ჩვენტან დიდხანს დარჩება!"

 

1 თვის წინ
1098 / 1
Ibra
user
American #1 taktikosi dges seria A-shi, sagol zmao, piolis damsaxurebaa yvelaperi ogond martla! 
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო