ლეაო: "ეს მატჩი ფინალის ტოლფასია"

ლეაო: "ეს მატჩი ფინალის ტოლფასია"

რაფაელ ლეაომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "პორტუსთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა:

"ხვალ კარგად ორგანიზებულ, რთულ მეტოქესთან გვიწევს დაპირისპირება და  კარგად ვიცით, რომ ეს მატჩში "მილანისთავის" ფინალის ტოლფასია. მზადნ ვართ 3 ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.

მართალია,  გუნდი ახალგაზრდული და გამოუცდელი შემადგენლობითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენ გამოვიმუშავეთ სწორი მენტალობა. გვსურს გადავლახოთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და ამისთვის გამარჯვებაა საჭირო.

ლიგა 1-დან სერია ა-ში გადმოსვლისთანავე ვიგრძენი განსხვავება და სირთულე, რაც ამ ჩემპიონატს გამოარჩევდა.ჩემპიონთა ლიგა კიდევ უფრო სხვა დონისაა და სასურველი შედეგის მისაღწევად დაუღალავი შრომა გვჭირდება. ამის პოტენციალი გვაქვს და ბრძოლის შეწყვეტას ბოლო წამამდე არ ვაპირებთ". 

1 თვის წინ
420 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო