logo

"მილანმა" ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურა შეარჩია

"მილანმა" ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურა შეარჩია

როგორც ცნობილი ხდება, "მილანი" მთავარი მწვრთნელის შეცვლას კვლავ აპირებს და ამ თანამდებობაზე ცნობილ გერმანელ სპეციალისტს რალფ რანგნიკს განიხილავს. 

"მილანი" რანგნიკისთვის ორმაგი ფუნქციის მინიჭებას აპირებს. გუნდის ხელმძღვანელობა გეგმავს მთავარი მწვრთნელის პოსტთან ერთად გერმანელს სპორტული დირექტორის თანამდებობაც ჩააბაროს.

 ამჟამად რანგნიკი სპორტის განვითარების დირექტორია და კომპანია "რედ ბულისთვის" მუშაობს. მისი კონტრაქტი 2021 წელს იწურება. 

გარდა "მილანისა", რალფ რანგნიკს "ევერტონსაც" უკავშირებენ, რომელმაც მარკო სილვა ცოტა ხნის წინ გაუშვა და დროებითი მწვრთნელის თანამდებობას დანკან ფერგიუსონი იკავებს.

 სხვადასხვა წლებში რანგნიკი გერმანულ გუნდებს ედგა სათავეში.

 2011 წელს მან "შალკეს" გერმანიის თასი და სუპერ თასი მოაგებინა, ასევე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიიყვანა. მის სახელსვე უკავშირდება "ლაიფციგის" უკანასკნელი წარმატებები.

10 თვის წინ
1096 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 124
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ