logo

"მილანი" და უცხოელი მწვრთნელები: სტატისტიკა

"მილანი" და უცხოელი მწვრთნელები: სტატისტიკა

"მილანს" უცხოელი მწვრთნელების ცუდი გამოცდილება აქვს. ეს სტატისტიკა მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც "როსონერის" ყველაზე მეტად რალფ რანგნიკს უკავშირებენ.

თუ არ ჩავთვლით ლომბარდიული გრანდის დამაარსებელს ჰერბერტ კიპლინს, პირველი უცხოელი მწვრთნელი გასული საუკუნის ოციან წლებში ავსტრიელი ფერდი ოფენჰაიმი იყო, რომელმაც იტალიაში ტიტული ვერ მოიგო.

იგივე ბედი ეწიათ კიდევ ერთ ავსტრიელ ენგელბერტ კიონიგსა და ინგლისელ ვილიამ გარბატს. შემდეგ იყვნენ წარუმატებელი უნგრელი მწვრთნელები: იოსეფ ბანასი, იოსეფ ვიოლა, ლაიოს შეიშლერი და ბელა გუტმანი.

წარმატებულ მწვრთნელად შეგვიძლია მივიჩნიოთ შვედი ნილს ლიდჰოლმი, რომელმაც ვარსკვლავების ჩემპიონატი და იტალიის თასი მოიგო. საკი-კაპელოს ოქროს წლების შემდეგ კი კვლავ წარუმატებელი უცხოელები იყვნენ: ოსკარ ტაბარესი და ფათიჰ თერიმი.

2009/10 წლების სეზონში იყო ასევე წარუმატებელი ბრაზილიელი ლეონარდო. ბოლო ორი უცხოელი მწვრთნელები კი კლარენს ზეედორფი და სინიშა მიჰაილოვიჩი იყვნენ, რომელთა მოღვაწეობა თავად შეგიძლიათ შეაფასოთ, ამიტომ რანგნიკი ამ უსიამოვნო ტრადიციის შეცვლას ეცდება.

9 თვის წინ
1606 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 207
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ