logo

დონარუმამ საკუთარი თავის და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა

დონარუმამ საკუთარი თავის და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა

"მილანის" მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ "როსონერიში" თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

ბოლო დროინდელი ინფორმაციის თანახმად, იტალიელი მეკარის მილანური კარიერა ბურუსითაა მოცული და მან შესაძლოა გუნდი დატოვოს.

ამჟამინდელი კონტრაქტი დონარუმას "მილანთან" 2021 წლამდე აკავშირებს, ხოლო მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.

"მსურს ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვითამაშო და მსოფლიოს უძლიერესი მეკარე გავხდე. ჩემში ეს უდიდეს ადრენალინს იწვევს".

"მილანში" ჩემი როლი მაქვს, რომელიც ძალიან მომწონს. გუნდი მენდობა და მეც ვენდომი მოედანზე ჩემს ფეხბურთელებს. დასაწყისში მორცხვი ვიყავი, ყველა ჩემზე გამოცდილი იყო, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა". - აცხადებს დონარუმა.

ამ ეტაპზე დონარუმას შეძენით "ჩელსი" და "პარი სენ-ჟერმენი" ინტერესდებიან.

6 თვის წინ
1315 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 31
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ