logo

მიზეზი - რატომ ვერ იმუშავებენ რანგნიკი და მალდინი ერთად

მიზეზი - რატომ ვერ იმუშავებენ რანგნიკი და მალდინი ერთად

ბოლო პერიოდია იტალიურ პრესაში აქტიურად ვრცელება ინფორმაცია, რომ რალფ რანგნიკი "მილანში" მნიშვნელოვან პოზიციას დაიკავებს და კლუბში რევოლუციის მთავარი ხელმღვანელი იქნება.

Corriere Della Sera-ს ცნობით, პაოლო პალდინის მომავალი პირდაპირ ახალ თავკაცთან იქნება დაკავშირებული. გაზეთი იუწყება, რომ რანგნიკისა და მალდინის ერთად მუშაობა შეუძლებელია, ვინაიდან, მათ კლუბის მართვასთან დაკავშირებით განსხვავებული და, შესაბამისად, შეუთავსებელი იდეები აქვთ.

პაოლოს მიზანია, გუნდში ახალგაზრდა, თუმცა გამოცდლი, ჩემპიონი მოთამაშეები დაიმატოს. რალფს კი სურს, 23-წლამდელი იაფფასიანი ფეხბურთელები ჩაიგდოს ხელში.

შეგახსენებთ, რომ მალდინის კოლეგა, ბობანი "როსონერიმ" უკვე გაათავისუფლა. ახლა ჯერი როგორც ჩანს, მალდინიზეა.

8 თვის წინ
1103 / 0
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 207
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ