"მილანის" სამიზნეთა სია გაიზარდა - ვისი შეძენა სურს კლუბს

"მილანის" სამიზნეთა სია გაიზარდა - ვისი შეძენა სურს კლუბს

როგორც მოგეხსენებათ, "მიალნი" მომავალი სეზონისთვის შეტევის გაძლიერებას გეგმავს და ამისთვის ძალიან ბევრ ვარიანტს განიხილავს.

"სასუოლოს" შემტევზე, დომენიკო ბერარდიზე, ალბათ ბევრი გსმენიათ და იტალიის ნაკრებშიც შეგხვედრიათ, განსაკუთრებით რობერტო მანჩინის პერიოდში.

ავტორიტეტული და გავლენიანი იტალიური გამოცემის, Calciomercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "აძურის" ვინგერის შემდეგი გაჩერება შესაძლოა, რომ სწორედ მილანი იყოს.

წყაროს მტკიცებით, მის სიტუაციას აქტიურად აკვირდება არამარტო "როსონერი", არამედ "იუვენტუსი" და "ტორინოც".

ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა თანხას მოითხოვს "სასუოლო" შემტევის სანაცვლოდ. თუმცა, ის ცნობილია, რომ კლუბი ფეხბურთელის გასაყიდად მზადაა.

1 კვირის წინ
533 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო