"ფიორენტინა" 4-3 "მილანი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

"ფიორენტინა" 4-3 "მილანი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

ცრურწმენას თუ დავუჯერებთ 13 თარსი რიცხვია და "მილანისთვის" სერია ა-ს მე-13 ტური მართლაც უიღბლო გამოდგან.

გუშინ "როსონერიმ" "სტადიო არტემიო ფრანჩიზე" პირველობა "ფიორენტინას" დაუთმო და შინ 0 ქულით დაბრუნდა.

მატჩის შემდეგ დამწუხრებულმა სტეფანო პიოლიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

"ძალიან უჩვეული მატჩი იყო, პირველ ნახევარში ძალიან კარგები ვიყავით საიმისოდ, რომ ტაიმის ბოლოს ანგარიშად 2:0 დაფიქსირებულიყო. თუმცა, ფეხბურთი ასეთია, თუ შანსებს არ გამოიყნებ ამისთვის აუცილებლად დაისჯები.

მატჩის მეორე ნახევარში უფრო მებრძოლები ვიყავით, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თამაში შემოგვებრუნებინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ დავმარცხდით. აქამდე კი შეცდომებმა მიგვიყვანა. მათ ხუთი შეტევიდან 4 გოლი გაიტანეს. უფრო კონცენტრირებულნი უნდა ვყოფილიყვით და მეტი შანსი გამოგვეყენებინა. საბოლოოდ, დადებითი შედეგი ვერ დავიმსახურეთ.

ვფიქრობ, ამ მარცხმა უნდა გაგვზარდოს. წაგების განცდამ უნდა გვაიძულოს, რომ ასერთი რამ აღარ დავუშვათ. ჩემი ბიჭები საკმაოდ ძლიერები არიან იმისთვის, რომ ეს გაკვეთილად მიიღონ.

ვწუხვარ, რომ დავვმარცხდით. გაშვებული ოთხი გოლი ძალიან მტკივნეულია, თუმცა ცხადია, რომ თამაშის ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ.

ბიჭებს უკვე ველაპარაკე, მათ იციან რა გზავნილები უნდა მივიღოთ ამ მარცხისგან და ხვალიდან ვიწყებთ ფოკუსირებას ჩემპიონთა ლიგაზე. არ ვიცი კვალიფიკაციის რა შანსები გვაქვს, მაგრამ გვინდა, რომ შეჯიბრს შესაბამისი პატივი ვცეთ".

 

 

1 კვირის წინ
505 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო