კაკა: "მილანის" მაისურის ტარება განსაკუთრებულია"

კაკა: "მილანის" მაისურის ტარება განსაკუთრებულია"

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის დროით 00:00 საათზე "მილანი" მადრიდის "ატლეტიკოს" ვანდა მეტროპოლიტანოზე დაუპირისპირდება.

კაკამ ამ პრინციპული მატჩის წინ Milan TV-სთან ისაუბრა და ჩემპიონთა ლიგაზე "ბრიუგესთან" სადებიუტო გოლი გაიხსენა.

"ჩემს მეხსიერებაში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ჩემპიონთა ლიგაზე "ბრიუგესთან" პირველი სადებიუტო გოლი დაუვიწყარია. ვფიქრობ, შემიძლია ვთქვა, რომ იმაზე ბევრად უკეთესი გავიტანე ვიდრე მოლოდინი მქონდა. ვერასოდეს წარმოვდგენდი, რომ ამ დიდ ტურნირზე რომელიმე კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარებოდი"

"მილანის" მაისურის ტარება განსაკუთრებულია. ყოველთვის, როცა მას ვიცვამ უნიკალური გრძნობა მეუფლება. ჩემპიონთა ლიგაზე "როსონერის" მაისურით თამაში დიდი პასაუხილმგებლობაა, რადგან შენი კლუბის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გაგაქვს. "მილანში" თამაში უბრალო რამ არ არის,  რადგან შენ წარმოადგენ ერთ-ერთ უდიდეს კლუბს მსოფლიოში", - განაცხადა კაკამ.

1 კვირის წინ
258 / 0
გ. გელაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო