"ატლეტიკო" 0-1 "მილანი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

"ატლეტიკო" 0-1 "მილანი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

სტეფანო პიოლის "მილანმა" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ძალიან ემოციური შეხვედრის შემდეგ სტეფანო პიოლიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

"ახლა ერთადერთი რაც უნდა გავაკეთო არის ის, რომ ჩემს ბიჭებთან ერთად აღვნიშნო, რადგან მათ ყველაფერი გაიღეს და შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზეს.

ისინი თამაშობდნენ გაბედულად და ხარისხიანად, ამ საღამოს დავინახეთ, რომ გუნდი უფრო ზრდასრული და ჩამოყალიბებულია.

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე 30 წლის მესიასის დებიუტი შედგა, რომელიც  რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ სამოყვარულო ლიგებში იყო და პარალელურად სამრეცხაოს მიტანის სერვისში მუშაობდა. ეს ძალიან ლამაზი ისტორიის ჯერ კიდევ დასაწყისია, რადგან მას აქვს რეალური ხარისხი. სამწუხაროდ, ტრავმების გამო სეზონის სტარტი გაუცდა, მაგრამ ახლა გუნდის დასახმარებლად მზადყოფნაშია.

ახალი კონტრაქტი? გუნდთან და ადმინისტრაციასთან ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთის გვესმის და პატივს ვცემთ, ამიტომ ეს პრობლემა არასდროს იქნება".

1 კვირის წინ
597 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო