დღის გმირი: "როცა მშვიდად ხარ, დიდი საქმეების გაკეთება შეგიძლია"

დღის გმირი: "როცა მშვიდად ხარ, დიდი საქმეების გაკეთება შეგიძლია"

"მილანის" ახალწვეული ჟუნიორ მესიასის საოცარი მოგზაურობა გრძელდება. 30 წლის ბრაზილიელმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა და "როსონერის" ფლეი-ოფში გასვლის შანსი დაუტოვა.

მატჩის შემდეგ დღის გმირმა მედიასთან  კომენტარი გააკეთა:

"უბედნიერესი ვარ ჩემს მიერ გატანილი გოლითა და გამარჯვებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ყოფნას აზრი ჯერ კიდევ აქვს, წინ დიდი თავგადასვალია.

გოლი? ეს ყველაფერი  მოულოდნელად მოხდა.  უბრალოდ მივყევი ინსტიქტს, მოძრაობას და სიმშვიდე შევინარჩუნე, როცა ბურთი ჩემსკენ წამოვიდა. როცა მშვიდად ხარ, დიდი საქმეების გაკეთება შეგიძლია.

დღეს ჩემს კარიერასში უმნიშვნელოვანესი თავი ჩაიწერა. მაგრამ თავმდაბლობა არ უნდა დავკარგო და კომპლიმენტებმა არ უნდა აღმაფრთოვანოს, როგორც კრიტიკამ არ უნდა დამიკარგოს მოტივაცია.

ამ გოლს ვუძღვნი ჩემს ოჯახს და ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა".

 

1 კვირის წინ
462 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო