კაპელო: “ეს ყველს არ შეუძლია”

კაპელო: “ეს ყველს არ შეუძლია”

"მილანის" ყოფილმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებული მატჩის შემდეგ Sky Sport-თან ისაუბრა.

"შემადგენლობა, რომელიც პიოლიმ დღეს სასტარტოში დააყენა ჩემთვის კარგი გუნდია.

"ატლეტიკო" ცბიერი მეტოქეა და მათთან დაპირისპირება არასდროსაა მარტივი. მადრიდელების წინააღმდეგ ყველას არ შეუძლია გაიბრწუინოს ისე, როგორც ეს ამაღამ "როსონერიმ" შეძლო.

მიხარია ჟირუს გამო, რომელმაც, როგორც იქნა, ფორმა დაიბრუნა. რამდენიმე დღის წინ მალდინის ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ფრანგს კორონა ვირუსისგან გამოსაჯანმთელებლად დიდი დრო დასჭირდა. ის "პორტუსთან" მართლაც მოჩვენებას ჰგავდა.

მართალია, იბრა მოედანზე სკამიდან შემოვიდა, მაგრამ ის სასტარტოსთვის მზადაა".

 

1 კვირის წინ
540 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო