გრიზმანი "მილნს" აქებს - "ისინი დღეს საუკეთესოები იყვნენ"

გრიზმანი "მილნს" აქებს - "ისინი დღეს საუკეთესოები იყვნენ"

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "მილანთან" მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა და პიოლის გუნდის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.

"მეტოქემ ძალიან კარგად შეგვისწავლა. ჩვენ ვემზადებოდით თამაშისთვის, მაგრამ ყველაფერი საუკეთესოდ არ გამოვიდა. ბოლო 20 წუთის განმავლობაში შექმნილი მომენტებით უგუნურად ვიმოქმედეთ.

მაგრამ ყველაზე ცუდი, რა თქმა უნდა, შედეგია. თუმცა ეს ფეხბურთია და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მე მჯერა ჩვენი გუნდის.

ჩემპიონთა ლიგა რთული ტურნირია რთული მატჩებით. დღეს "მილანი" ყველაფერში ჩვენზე უკეთესი იყო. თუმცა, წინ კიდევ ერთი თამაში გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაუმჯობესოთ", - ციტირებს თავდამსხმელს სიტყვებს გაზეთი Marca.

1 კვირის წინ
498 / 0
Shako
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო