logo

სტეფანო პიოლის პირველი კომენტარი "ატალანტასთან" 0:5 განადგურების შემდეგ

სტეფანო პიოლის პირველი კომენტარი "ატალანტასთან" 0:5 განადგურების შემდეგ

იტალიის ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში "მილანი" სტუმრად "ატალანტას" დაუპირისპირდა. მატჩი ბერგამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა. 

მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ გააკეთა. იტალიელმა სპეცილისტმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. "უამრავი შეცდომა დავუშვით. ყველას მეტი მუშაობა გვმართებს, პირველ რიგში კი - მე. დღევანდელი თამაში უბრალოდ კატასტროფა იყო". 

"როდესაც გუნდი ახალგაზრდულია, რთულია შეხვედრაში დარჩე გაშვებული გოლის შემდეგ. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ". - განაცხადა პიოლიმ.

8 თვის წინ
1061 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 22
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ