logo

"მილანი" და ტიაგო სილვა: შეთანხმება შეიცვალა

"მილანი" და ტიაგო სილვა: შეთანხმება შეიცვალა

ტიაგო სილვას ზაფხულში "პსჟ"-სთან მიმდინარე კონტრაქტი ეწურება, გახანგრძლივებას არ აპირებს და საფრანგეთის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. იტალიური მედია ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს იბრაჰიმოვიჩთან დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ბოლო დროინდელმა სიტუაციამ ყველაფერი შეცვალა.

გამოცდილი ფეხბურთელის დამატების ინიციატორი ზვონიმირ ბობანი და პაოლო მალდინი იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა "მილანი" უკვე დატოვა, მეორე კი მალე დატოვებს, ამიტომ ზემოთ ხსენებული ტრანსფერის განხორციელების შანსებიც მინიმუმამდე დავიდა.

ივან გაზიდისი აპირებს ყველა მოლაპარაკება შეაჩეროს, რასაც მალდინი-ბობანის დუეტი ანხორციელებდნენ და მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა სამიზნეები დაისახოს, რაც რა თქმა უნდა სილვას ქეისზეც მოახდენს გავლენას.

7 თვის წინ
1481 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ