იბრა:"თუ თასს ვერ მოვიგებთ ჩავთვლი, რომ ფანებისთვის არაფერი გაგვიკეთებია"

იბრა:"თუ თასს ვერ მოვიგებთ ჩავთვლი, რომ ფანებისთვის არაფერი გაგვიკეთებია"

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც გულშემატკივარს 40 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივ სანახაობას სთავაზობს, "ჯენოასთან" მოგებული მატჩის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

"მატჩის წინ უკვე გადაწყვეტილი გვქონდა რამდენს ვითამაშებდი. ამ ყველაფრით ჯერ კიდევ დიდ სიამოვნებას ვიღებ. ჩემი თანაგუნდელების წყალობით თავს ისევ ახალგაზრდად ვგრძნობ.

გასულ ორ მატჩში დავუშვით შეცდომები, რომელიც ჩვენი ბრალი იყო და არა მეტოქის დამსახურება. ეს ყველაფერი კი 6 ქულის დაკარგვად დაგვიჯდა. დღეს გავიმარჯვეთ და ცხრილში ადგილი შევინარჩუნეთ.

პილის გამო ბედნიერი ვარ, მან კონტრაქტი განაახლა და ეს ნამდვილად დაიმსახურა. სტეფანომ გუნდისთვის დიდი სამუშაო გასწია. ახლა მე უნდა განვაახლო.

ბედნიერი ვარ გულშემატკივრის გამო, რადგან ისინი დიდი ხანია ისეთი ბედნიერები არ ყოფილან, როგორიც ახლა. მინდა ისინი გავახარო, თუ თასს ვერ მოვიგებთ ჩავთვლი, რომ მათთვის არაფერი გაგვიკეთებია".

 

1 თვის წინ
459 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო