logo

"უდინეზემ" "მილანს" დე პაულის ფასი დაუსახელა

"უდინეზემ" "მილანს" დე პაულის ფასი დაუსახელა

როდრიგო დე პაული რამდენიმე სეზონია ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს და "უდინეზეს" უპირობო ლიდერია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 23 შეხვედრაში ხუთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.

მისი შეძენით რამდენიმე ესპანური კლუბი ინტერესდება, თუმცა "მილანისა" და "ინტერის" სახით მსურველები აპენინის ნახევარკუნძულზეც ჰყავს. იანავრში მისი შეძენა 25 მილიონ ევროდ იყო შესაძლებელი, თუმცა ფრიულიურ კლუბს ახლა სხვა ეკონომიკური მოთხოვნა აქვს.

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "უდინეზე" არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს და მხოლოდ ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეელევა თავის უმთავრეს ვარსკვლავს.

7 თვის წინ
1286 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ