logo

"მილანი" "სელტიკის" ფეხბურთელით დაინტერესდა; შოტლანდიელები 40 მილიონს ითხოვენ

"მილანი" "სელტიკის" ფეხბურთელით დაინტერესდა; შოტლანდიელები 40 მილიონს ითხოვენ

"Transfermarkt"-ის ინფორმაციით, "მილანი" მატეო მუსაკიოს მთავარ შემცვლელად "სელტიკის" ნორვეგიელ ცენტრალურ მცველს კრისტოფერ აიერს განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ აიერს გლასგოელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს 21 წლის ფეხბურთელის აგენტი ტორე ანდერსენი თავის კლიენტს ზაფხულში კლუბის შეცვლისაკენ უბიძგებს.

მთავარი პრობლემა ფასშია. შოტლანდიელები კრისტოფერის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ. რაც შეეხება აიერს, ის თითქმის ორი მეტრის სიმაღლის, ფიზიკურად ძლიერი მცველია, რომელიც ამავდროულად ბურთს საკმაოდ კარგად ფლობს და კარიერის მანძილზე მარჯვენა მცველად და ჩამშლელ ნახევარმცველადაც ხშირად უთამაშია.

6 თვის წინ
1016 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 24
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ