"მილანი" "ტორინოს" მცველით დაინტერესდა

"მილანი" "ტორინოს" მცველით დაინტერესდა

"მილანი" სიმონ კიაერის შემცვლელს კვლავ ეძებს, თუმცა მცირე ბიუჯეტის გამო "როსონერი" სასურველი ფეხბურთელების გაფორმებას ვერ ახერხებს.

SportMediaset-ის ცნობით, "მილანის" სამიზნე "ტორინოს" ბრაზილიელი მცველი გლეისონ ბრემერია, რომელმაც გასულ ტურში "ფიორენტინას" წინააღმდეგ დუშან ვლაჰოვიჩი დიდებულად გაანეიტრალა. 

მას "ტორინოსთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, ამიტომ "მილანმა" მისი გადაბირება ზაფხულში უნდა იჩქაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლომბარდიულ კლუბს დაცვის ხაზში ძალიან გაუჭირდება.

1 კვირის წინ
312 / 0
გ. გელაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო