გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი" - სპეციას" მატჩის დროს დანიშნული არბიტრი, მარკო სერა სერია B-ში დააქვეითეს.
39 წლის მთავარმა მსაჯმა სერია A-ს 22-ე ტურში ჯუნიორ მესიასს გოლი არ ჩაუთვალა და ჯარიმა დანიშნა მათ სასარგებლოდ.
მესიასის გოლით "მილანი" შეხვედრაში ორ ბურთიანი სხვაობით წინ გადიოდა, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ "სპეციამ" კონტრშეტევაზე მასპინძლებს გამარჯვების გოლი გაუტანა და სამი ქულა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარი სიტუაციის გამო "მილანს" საჯაროდ ბოდიში მოუხადა.