logo

მალდინისა და ბობანის ერთადერთი შეცდომა "მილანში"

მალდინისა და ბობანის ერთადერთი შეცდომა "მილანში"

ზვონიმირ ბობანმა "მილანი" უკვე დატოვა. იგივე საფრთხე ემუქრებოდა მალდინისაც, თუმცა კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა პრობლემებმა გაზიდისსა და მას შორის მოლაპარაკებები შეაყოვნა.

მიზეზი აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა პაოლოს წარსული შეცდომის გამო კიცხავენ და ეს შეცდომა მარკო ჯამპაოლო იყო, რომელიც შვიდი შეხვედრის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლეს.

სხვა შეცდომა პაოლოსა და ზვონს ფაქტობრივად არ ჰქონიათ. მალდინის ინიციატივით შეძენილი ერნანდესი ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა მცველად იქცა და აფრიკის თასის საუკეთესო მოთამაშე მხოლოდ 16 მილიონ ევროდ იყიდა.

ასევე წარმატებული იყო ბობანის სვლები სატრანსფერო ფანჯარაზე ანტე რებიჩისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახით, თუმცა ხელმძღვანელობამ ჯამპაოლოს დანიშვნა მათ მაინც არ აპატია.

8 თვის წინ
1510 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 208
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ