ჯენარო გატუზო შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს.
ალფრედო პედულას ინფორმაციით, "ჯენოა", რომელმაც რამდენიმე დღის წინ გუნდიდან უკრაინელი სპეციალისტი, ანდრეი შევჩენკო გაუშვა ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს, ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად კი ჯენარო გატუზოს განიხილავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გატუზოს და "ჯენოას" შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო ბოლოს "ფიორენტინას" წვრთნიდა.