"მილანის" მდგომარეობა "იუვენტუსთან" მატჩის წინ – ვინ უბრუნდება გუნდს

"მილანის" მდგომარეობა "იუვენტუსთან" მატჩის წინ – ვინ უბრუნდება გუნდს

"მილანს" კვირას დიდი გამოცდა ელის – "როსონერი" სახლში "იუვენტუსს" დაუხვდება.

"Sky-ს" ინფორმაციით, ლომბარდიულ გრანდს ამ დაპირისპირებისათვის ალესიო რომანიოლი დაუბრუნდება. ეჭვგარეშედ იგი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს ამ შეხვედრას პიერე კალულუსთან ერთად.

ტეო ერნანდესი მარცხენა ფლანგზე გამწესდება, ხოლო მარჯვნივ კი – ალესანდრო ფლორენცი, რადგან დავიდე კალაბრიასთან შედარებით იგი უკეთეს ფიზიკურ კონდიციაშია. 

სანდრო ტონალიც ბრუნდება და, შესაძლოა, ისმაელ ბენასერიც, თუ ალჟირის ეროვნული ნაკრები აფრიკის თასს გამოეთიშება.

შეტევის საკითხი კვლავ გასარკვევია, რადე კრუნიჩი დადგება თუ ბრაჰიმი იბრაჰიმოვიჩის უკან.

შეგახსენებთ, რომ მილანური და ტურინული კლუბების დაპირისპირება "სან სიროზე" კვირას, 23 იანვარს, გაიმართება.

4 თვის წინ
801 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო