ორსატო კოვიდინფიცირებულია

ორსატო კოვიდინფიცირებულია

იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში "იუვენტუსსა" და "მილანს" შორის, მთავარი მსაჯი შეიცვლება, იტყობინება Football Italia.

წყაროს ცნობით, 46 წლის მსაჯი დანიელ ორსატო "სან სიროზე" ტურის მთავარ დაპირისპირებას ვერ მოემსახურება. არბიტრს კორონავირუსი დაუფიქსირდა.

ცნობილია, რომ ორსატოს ნაცვლად მატჩის მომსახურეობა მარკო დი ბელოს, დავიდე მასას ან პაოლო ვალერის შეეძლებათ.

სერია A-ს ეგიდით, "მილანისა" და "იუვენტუსის" მატჩი 23 იანვარს "მილანში", "სან სიროს" სტადიონზე გაიმართება, მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

4 თვის წინ
397 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო