ლეაომ განმარტა თუ როგორ მიაღწია პროგრესს

ლეაომ განმარტა თუ როგორ მიაღწია პროგრესს

ალბათ ყველა დაეთანხმება იმ აზრს, რომ ამ სეზონის "მილანის" წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი 22 წლის პორტუგალიელი ლეაოს შესანიშნავი ფორმაა.

ფეხბურთელმა ამ სეზონში უკვე ექვსი გოლი გაიტანა, კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქვს მეტი მაჩვენებელი.

La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ლეაომ განმარტა რა შეიცვალა გასული წლიდან დღემდე.

"განსხვავება ისაა, რომ გავხდი უფრო ზუსტი და უფრო კარგად მესმის სერია A, კლუბი მიცავს, მწვრთნელი კი თავისუფლებას მაძლევს.

ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ვიდრე ადრე, უფრო განვვითარდით. შესაბამისად, შეგვიძლია ტიტულისთვის ვიბრძოლოთ", - ამბობს ლეაო დასასრულს

 

 

 

 

4 თვის წინ
580 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო