ძამბროტამ "კლუბების" პერსპექტივები შეაფასა

ძამბროტამ "კლუბების" პერსპექტივები შეაფასა

"მილანი" და "იუვენტუსი" -კლუბები რომლებთანაც ჯანლუკა ზამბროტას დიდი ისტორიები აკავშირებს.

მათ შორის ასევე იყო "ბარსელონაში" რამდენიმე წლით გამოსვლა, მაგრამ ჯანლუკა, ნებისმიერ შემთხვევაში, რჩება მშობლიური ფეხბურთის - იტალიური ფეხბურთის ნამდვილ პატრიოტად.

La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში მან შეაფასა მისი საყვარელი კლუბების პერსპექტივები ამ სეზონში.

"დარწმუნებული ვარ, პიოლის გუნდს ექნება საკმარისი ძალა, რომ ბოლომდე იბრძოლოს ტიტულისთვის.

მე ვხედავ "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის ზონაში, მაგრამ მათ მეტი გოლის გატანა სჭირდებათ", - ამბობს ზამბროტა.

ამჟამად "მილანმა" 22 მატჩით 48 ქულა მოაგროვა და სერია A-ში მეორეა, "იუვენტუსმაც" 22 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ 41 ქულას მოუყარა თავი. 23 იანვარს ისინი სერია ა-ს მომდევნო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

4 თვის წინ
397 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო