"მილანი" – "იუვენტუსი" | პიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

"მილანი" – "იუვენტუსი" | პიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

სტეფანო პიოლიმ "იუვენტუსთან" დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

"ეს მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ არა – გადამწყვეტი. "იუვენტუსი" თავის სიძლიერეს აჩვენებს და ხვალინდელი გამარჯვება სატურნირო ცხრილისათვის მნიშვნელოვანი იქნება.

აღსანიშნავია სამი მოთამაშის დაბრუნება: კალაბრია, ბენასერი, რომანიოლი. ისმაილმა მხოლოდ დღეს ივარჯიშა გუნდთან ერთად, ის კარგადაა.

ყველანი მზად ვართ, როგორც იბრაჰიმოვიჩი, ხვალინდელი შეხვედრისათვის. თამაშის დასაწყისში არა, მაგრამ მიმდინარეობისას, შესაძლოა, მისი ათ ნომრად დაყენება გამოსავალი იყოს.

დიდი ენერგიით ვთამაშობთ. შემდეგ იქნება სირთულეებიც, მაგრამ დაძლევა შესაძლებელია, თუ გუნდურად დახვდები.

თუ არის შანსი იმისა, რომ გუნდი გაძლიერდეს, "მილანი" ყოველთვის ამბიციურია და მზადაა, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. ტომორის ტრავმამ სირთულე წარმოშვა, მაგრამ ჩემი ფეხბურთელებით ბედნიერი ვარ. ის მალე დაბრუნდება.

შესაძლებელია, მესიასი შემტევ ნახევარმცველად დადგეს, მაგრამ იგი ყველაზე კარგად თავს მარჯვენა ნახევარმცველად ან ვინგერად გრძნობს.

მისი (ტონალი) მომწიფების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ბევრს მუშაობს იგი გასაზრდელად. ამ დროის ან მომავლის კაპიტანი? მნიშვნელოვანი არაა, ვინ ატარებს სამკლაურს", – დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.

გეტყვით, რომ "მილანისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება "სან სიროზე" ხვალ, 23 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე, გაიმართება.

 

4 თვის წინ
502 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო