იბრაჰიმოვიჩის "მილანური" მომავალი – როდის მიიღებს იგი გადაწყვეტილებას

იბრაჰიმოვიჩის "მილანური" მომავალი – როდის მიიღებს იგი გადაწყვეტილებას

გავრცელებული ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხვალ "იუვენტუსთან" დაპირისპირებას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს და ეს მრავლისმეტყველია, როცა 40 წლის შვედს შესწევს ძალა, ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მონაწილეობა მიიღოს.

როგორც "Corriere Della Sera" იტყობინება, იბრაკადაბრა თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მარტამდე არ მიიღებს. ის დაელოდება მსოფლიოს ჩემპიონატის პლეიოფს, რომელშიც შვედეთის ეროვნული ნაკრები იასპარეზებს და შემდეგ გაირკვევა ეს ყოველივეც.

ბუნებრივია, ზლატანს სურს ყატარში წასვლა და საგზურის მოპოვების შემთხვევაში მისი "მილანში" დარჩენის შანსი გაიზრდება.

ცნობისათვის, ამ სეზონში იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე შავ-წითელი მაისურით 18 დაპირისპირებაში 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მას "როსონერისთან" ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

4 თვის წინ
454 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო