პიერო სანსონეტიმ მედიის წარმომადგენლებთან სანდრო ტონალის შესახებ ისაუბრა.
"ვფიქრობ, "მილანმა" სანდრო ტონალის სახით არა მხოლოდ მომავალი 10 წლის საუკეთესო ნახევარმცველი, არამედ გუნდის ლიდერიც იპოვა. ის გასაოცარი მოტივაციით თამაშობს და მის თვალებში ჩვენ კლუბის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ვხედავთ".
"ტონალი ზუსტად ის კანდიდატია, რომელსაც გუნდი ეძებდა. ის ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია და დარწმუმებული ვარ კარიერის ბოლომდე აქ იქნება", - განაცხადა სანსონეტიმ.