როგორც გამოცემა Sky Sport-ი იტყობინება, ტეო ერნანდესმა დღეს მილანელოზე გამართული ვარჯიში გამოტოვა.
თუმცა სანერვიულო არაფერია, პირიქით. ფეხბურთელს არანაირი ტრავმა ან ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება.
ტეოს არყოფნა მისი პირველი ვაჟის - ტეო ჯუნიორის დაბადებით არის გამოწვეული.
ასე რომ, 7 აპრილს სამყაროს კიდევ ერთი მილანისტა მოევლინა.