ყველაზე პოპულარული იტალიური კლუბი - YouGov FootballIndex

ყველაზე პოპულარული იტალიური კლუბი - YouGov FootballIndex

უკვე დიდი ხანია, რაც პროფესიონალური ფეხბურთი მოედნის საზღვრებს სცდება. დღესდღეობით, კლუბები თავიანთი ბრენდის იმიჯზე იმაზე მეტს ზრუნავენ ვიდრე ოდესმე.

პოპულარული იტალიური კვლევითი ორგანიზაცია "YOU GOV ITALIA" ყოველწლიურად აქვეყნებს საფეხბურთო კლუბების რეიტინგს.

"ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ბრენდები მსოფლიოში" - რეიტინგი ეფუძნება სპორტული ჟურნალისტებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების შეხედულებებს.

კვლევა ტარდება იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, რომლის შედეგებიც 6 ძირითად კომპონენტს მოიცავს:

  • ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ცნობადობა.
  • კლუბის მენეჯმენტის შეფასება.
  • გულშემატკივრობის კულტურა.
  • ტრადიციები.
  • ბოლო დროს მიღწეული წარმატებები.
  • თამაშის მიმზიდველობა.

წინა წლის რეიტინგების თანახმად, "მილანი" იტალიურ გუნდებს შორის ყველაზე პოპულარული ბრენდი იყო აშშ-სა და ჩინეთში, იტალიაში კი მხოლოდ "იუვენტუსს" ჩამორჩებოდა. წელს სიტუაცია მცირედით შეიცვალა:

  1. "მილანი"
  2. "ინტერი"
  3. "იუვენტუსი"
  4. "რეალი"
  5. "ნაპოლი"
  6. "ბაიერნი"
  7. "ლივერპული"
  8. "რომა"
  9. "მანჩესტერ იუნაიტედი"
  10. "ბარსელონა"

აშშ-ში უკვე რამდენიმე წელია ყველაზე პოპულარული კლუბის სტატუსს "მანჩესტერ იუნაიტედი" ინარჩუნებს. ხოლო იტალიური კლუბებიდან ყველაზე პოპულარული "მილანია".

 

  1. "მანჩესტერი"
  2. "რეალი"
  3. "ბარსელონა"
  4. "მანჩესტერ სიტი"
  5. "ლივერპული"
  6. "ჩელსი"
  7. "ბაიერნი"
  8. "მილანი"
  9. "პსჟ"
  10. "ინტერი"

ჩინეთის რეიტინგს უკვე წლებია უცვლელი სამეული ჰყავს - "რეალი", "ბარსელონა" და "მილანი":

  1. "რეალი"
  2. "ბარსელონა"
  3. "მილანი"
  4. "ინტერი"
  5. "მანჩესტერი"
  6. "ბაიერნი"
  7. "ლივერპული"
  8. "იუვენტუსი"
  9. "სიტი"
  10. "ჩელსი"

საინტერესოა, რომ იტალიაში "იუვენტუსს" უფრო დიდი ტრადიციების მქონე გუნდად მიიჩნევენ, ვიდრე "მილანს". ასევე, "ბიანკონერი" ლიდერობს ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ცნობადობის კომპონენტში.

"მილანს" მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს კლუბის მენეჯმენტის, გულშემატკივრობის კულტურისა და თამაშის მიმზიდველობის კომპონენტებში.

"ინტერი" მხოლოდ ბოლო დროს მიღწეული წარმატებების კომპონენტში ლიდერობს.

 

5 თვის წინ
1285 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო