logo

გაზიდისი რანგნიკს მნიშვნელოვან პირობას აძლევს

გაზიდისი რანგნიკს მნიშვნელოვან პირობას აძლევს

ჯერჯერობით უცნობია ჩაიბარებს თუ არა რანგნიკი "მილანს, რადგან გერმანელი სპეციალისტი გაზიდისისგან დამაკმაყოფილებელ გარანტიებს ვერ იღებს. "როსონერი" ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობს, ამიტომ იმ თანხის დახარჯვა რთული წარმოსადგენია, რაც რალფს თავისი რევოლუციისთვის სჭირდება.

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაზიდისი ბოლო დღეებში რანგნიკთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე მას დიდი სატრანსფერო ბიუჯეტის გამოყოფის პირობა მისცა.

წყარო ჯერჯერობით რალფის პასუხზე არ საუბრობს, რადგან გერმანელი ფიქრის პროცესშია, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო აქვს, რადგან ფეხბურთი არა მხოლოდ იტალიაში, მსოფლიოშიც შეჩერებულია.

8 თვის წინ
1366 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 207
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ