მოგეხსენებათ, გუშინ "მილანი" "ინტერთან" დამარცხდა (3-0) და კოპა იტალიის ნახევარფინალიდან გამოვარდა.
აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში თავის გამოჩენა ისმაელ ბენასერმა შეძლო, მაგრამ მას გოლი გაუუქმეს.
თავიდან "VAR-ი" ამოწმებდა, მოხვდა თუ არა ბურთი ხელზე ტომორის, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ კალულუ აფსაიდში ყოფილა.
ამ ამბავს "როსონერის" ერთ-ერთი ლიდერის, ტეო ერნანდესის, ძმა ლუკასი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში. მან ამ ყველაფერს სკანდალური უწოდა და გაიზიარა ფანების იმედგაცრუება.
იხილეთ ფოტოც.