logo

შევჩენკო: "კორონა ჩერნობილია"

შევჩენკო: "კორონა ჩერნობილია"

კორონავირუსმა მსოფლიოში უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა ევროპულ ფეხბურთსაც.

განსაკუთრებით მძიმედ პროცესი იტალიაში მიმდიანარეობს, რომელსაც ყოველდღიურად საშუალოდ ინფიცირების ახალი 5000 შემთხვევა ემატება.

აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით მედიასთან "მილანის" ლეგენდამ ანდრეი შევჩენკომ ისაუბრა.

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იტალიელებს თბილი მესიჯი გაუგზავნა:

"დარჩით სახლში. 10 დღეა უკვე ლონდონში ვარ, თვითიზოლაციაში. რთულ სიტუაციაში ვართ და ეს ყველაფერი ერთად უნდა გავიაროთ".

"მივცეთ ექიმებს საშუალება, აკეთონ საკუთარი საქმე. ისინი გმირობის ტოლფას სამუშაოს ასრულებენ თითოეული ჩვენგანისთვის".

"ეს სიტუაცია ჩერნობილის ტრაგედიას მაგონებს. მაშინ ჩემს სამშობლოში საშინელება მოხდა, მე მხოლოდ 9 წლის ვიყავი, თუმცა კარგად მახსოვს, რა მდგომარეობაში იყო ხალხი".

"სისულელეების კეთების დრო არაა, დავუჯეროთ ექიმებს და მივენდოთ მთავრობებს".

"მსურს მივესალმო იტალიელებს. თქვენ იცით, როგორ მიყვარხართ. გეხუტებით, ერთად ამას შევძლებთ". - აღნიშნავს შევჩენკო.

6 თვის წინ
1306 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 124
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ