logo

"მილანი" სერია ბ-ში ნადირობს

"მილანი" სერია ბ-ში ნადირობს

"მილანი" მომავლის პროექტს აშენებს, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებზე იქნება ორიენტირებული. ამ მხრივ სერია ბ ძალიან მიმზიდველია, რადგან ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი ამ დივიზიონში თამაშობს.

"მილანის" ყურადღება ჯანლუკა სკამაკამ მიიპყრო, რომელიც "სასუოლოს" საკუთრებაშია, თუმცა ამჟამად არენდის წესით "ასკოლიში" ასპარეზობს. 20 წლის თავდამსხმელი გასულ სეზონში "პსვ"-ში ასპარეზობდა, მაგრამ ჰოლანდიაში თავი ვერ დაიმკვიდრა, "ასკოლიში" კი უკვე 11 გოლი გაიტანა.

"Tuttomercatoweb.com"-ის ინფორმაციით, იანვარში "ბენფიკა" მზად იყო მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა ჯანლუკას კარიერის პორტუგალიაში გაგრძელება არ სურს. იგივე გამოცემის მტკიცებით, გაზიდისი იანვარში სკამაკას დაუკავშირდა და მის ტრანსფერზე მუშაობას ზაფხულში შეპირდა, რამაც სკამაკას პორტუგალიურ გრანდზე უარის თქმა კიდევ უფრო გაუმარტივა.

5 თვის წინ
1007 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 31
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ