logo

ანტონინი ბექჰემზე: "ამით ძალიან გამაკვირვა"

ანტონინი ბექჰემზე: "ამით ძალიან გამაკვირვა"

2009 წელს დევიდ ბექჰემი არენდის წესით "ლოს ანჯელეს გელექსიდან" "მილანს" შეუერთდა და "სან სიროზე" მცირე დროის გატარების მიუხედავად გულშემატკივრებს ძალიან შეუყვარდათ. "როსონერის" ყოფილმა მარცხენა მცველმა ლუკა ანტონინიმ ძველი თანაგუნდელი გაიხსენა.

"ბექჰემს ბევრი არ იცნობს, მათ შორის მისი თავგადაკლული ქომაგები. ბევრს ჰგონია რომ ინგლისელი ზარმაცი და თავის თავზე ზედმეტად შეყვარებული იყო, მაგრამ ასე არაა. კარიერის მიწურულს სერია ც-ში ვთამაშობდი. იქ ახალგაზრდებისგან არ მინახავს ისეთი შრომისმოყვარეობა, როგორიც ბექჰემს "მილანში" ჰქონდა და ამით ძალიან გამაკვირვა."

"მას ვარჯიში არასდროს გაუცდენია. თუ ვინმე იყო ისეთი ვინც პირველი მოდიოდა და ბოლოს მიდიოდა, ეს დევიდი იყო. "კიევოსთან" შეხვედრაში მან ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და შეეძლო შეცვლა მალევე მოეთხოვა გაუსაძლისი ტკივილის გამო, მაგრამ მსაჯის სასტვენამდე ფეხზე იდგა." - განაცხადა ანტონინიმ "Tuttosport"-თან ინტერვიუში.

7 თვის წინ
1072 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 125
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ